понедельник, 18 апреля 2016 г.

მეცხრე დღე


 გავიარე  ინტელის ცხრა დღიანი კურსი. შევისწავლე პროექტის შექმნა,შევქმენით პროექტის პორტფოლიო, მასში შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი.განვიხილეთ პროექტის მახასიათებელი, ჩეკლისტი, ვისწავლეთ ღრუბლებში მუშაობა.ჩვენს პროექტთან დაკავშირებული მიმართულების მიმცემი რჩევების დოკუმენტი გავწერეთ ღრუბლებში,გავუძიარეთ თრენერს და ერთმანეთს.
 ყველაფერი ეს გავაკეთეთ ჩვენი ტრენერის ქალბატონ ხათუნა ციხელაშვილის დახმარებით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას ასეთი საინტერესო მუშაობისათვის.
  ტრენინგი უფრო გაამრავალფეროვნებს ჩემს სამუშაო პროცესს და ბავშვებთანაც გამიადვილებს მუშაობას.

вторник, 12 апреля 2016 г.

მერვე დღე

 დღეს გავწერეთ დიფერენცირებული სწავლება. გეგმა შევავსეთ ბოლომდე.ავტვირთეთ ღრუბლებში.

მეშვიდე დღე

დღევანდელ დღეს დავწერეთ  ჩვენ  მიერ შერჩეულ შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი,ანუ რა მიზნით და დროს ვიყენებთ.გადავწერეთ სასწავლო პროცედურები, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის მოკლე სცენარი.

вторник, 5 апреля 2016 г.

მეექვსე დღე

დღეს ჩვენ განვიხილეთ შეფასების ფორმები. ადაპტირება გავუკეთეთ პრეზენტაციის ჩეკლისტს და მოვარგეთ ჩვენს პროექტს. გადავწერეთ შინაარსობრივი კრიტერიუმები.შევინახეთ ჩეკლისტი შეფასების საქაღალდეში.ჩეკლისტის საფუძველზე შევქმენით  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის სახით.

მეხუთე დღე

 განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ შეფასების 5 სტრატეგია.განვიხილეთ თითეულ სტრატეგიაში აღწერილი შეფასების მეთოდები და ინტერესები. ამოვაჩიეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო  მეთოდები და ინსტრუმენტები, შევავსეთ შეფასების დროს ჩარჩო

вторник, 29 марта 2016 г.

მეოთხე დღე

დღეს ვნახეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები,ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. განვიხილეთ თითოეული ტიპის კითხვა, განვასხვავეთ ზოგადი და თემატური კითხვები გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების, წერის რჩევების დოკუმენტს.კითხვები დავწერეთ ღრუბლებში გავუზიარეთ ტრენერს მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან და ჯგუფისაგან.

მესამე დღე

 ჩვენი პროექტისათვის მოვიძიეთ სტანდარტები და copy,Paste-ს გამოყენებით ჩავსვით პროექტის გეგმაში. ვისაუბრეთ სასწავლო მიზნებზე, განვასხვავეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები. დავწერეთ ინდიკატორებიდან გამომდინარე ჩვენი სასწავლო მიზნები.განვიხილეთ ჯგუფში და შევიტანეთ სასწავლო გეგმის შაბლონში.