დღეს ვნახეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები,ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. განვიხილეთ თითოეული ტიპის კითხვა, განვასხვავეთ ზოგადი და თემატური კითხვები გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების, წერის რჩევების დოკუმენტს.კითხვები დავწერეთ ღრუბლებში გავუზიარეთ ტრენერს მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან და ჯგუფისაგან.
вторник, 29 марта 2016 г.
მესამე დღე
ჩვენი პროექტისათვის მოვიძიეთ სტანდარტები და copy,Paste-ს გამოყენებით ჩავსვით პროექტის გეგმაში. ვისაუბრეთ სასწავლო მიზნებზე, განვასხვავეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები. დავწერეთ ინდიკატორებიდან გამომდინარე ჩვენი სასწავლო მიზნები.განვიხილეთ ჯგუფში და შევიტანეთ სასწავლო გეგმის შაბლონში.
вторник, 22 марта 2016 г.
მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღეს გავიხსენეთ წინა დღის განვლილი მასალა, ვისწავლე პროექტის დაგეგმარების ეტაპების შერჩევა. შევქმენი ჩემი პროექტის პორტფოლიო. პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტის მაგალითზე განვიხილეთ თუ რას წარმოადგენს ჩეკლისტი.
გავუზიარეთ ერთმანეთს საპროექტო იდეები.
პირველი დღე
დღეს დავიწყე ინტელის შესწავლა.ინტელი აქტუალურია,ვნახეთ ინტელის ელექტრული სახელმძღვანელო, ვისწავლე ნავიგაცია სახელმძღვანელოში.გავეცანი ინტელის პროგრამის შაბლონს, რომელიც მომცემს საშუალებას უკეთ წარვმართო ჩემი სასწავლო მუშაობის პროცესი.ვნახე ჩვენი გეგმის შაბლონი და XXIსაუკუნის უნარჩვევები.
Подписаться на:
Сообщения (Atom)